Dililme lyrics

by

Trio Mandili


||: დილილმე გამათხოვებენ
დილილმე წამიყვანენა, :||
პატარძლის კაბას გამხდიან
ნეფესთან დამაწვენენა
||: დილილმე, დილილმე, დილილმე ნეფესთან დამაწვენენა. :||

||: ახალი პატარძალი ვარ
ახლად წავედი წყალზედა, :||
სიზარმაცემ შემაწუხა
ჩამძინებია გზაზედა
||: დილილმე, დილილმე, დილილმე ჩამძინებია გზაზედა. :||

||: მამამთილს დაუნახივარ
ჯოხი მაყარა ტანზედა, :||
კოკა(ც) იქ დამვიწყებია
გამოქცეულსა გზაზედა
||: დაიმე, დაიმე, დაიმე გამოქცეულსა გზაზედა. :||

||: წინ დედამთილი შემომხვდა
ახლი მან მაცვა ჯვარზედა, :||
წამოუფრინე დედამთილს
წიხლი ამოვკარ ძალზედა
||: დილილმე, დილილმე, დილილმე წიხლი ამოვკარ ძალზედა. :||

||: ჩემმა ქმარმა შემომხედა
ნამტირალევსა თვალზედა, :||
ახლა იმან დამიმატა
მეხი დაეცეს თავზედა
||: მეხი, მეხი, მეხი მეხი დაეცეს თავზედა. :||
||: სახლში აღარ დამაყენეს
მომიჯახუნეს კარია, :||
ჩემი მოვალეც გახდება
ის ჩემი მარჯაკალია
||: დილილმე, დილილმე, დილილმე ის ჩემი მარჯაკალია. :||

||: დილილმე გამათხოვებენ
დილილმე წამიყვანენა, :||
პატარძლის კაბას გამხდიან
ნეფესთან დამაწვენენა
||: დილილმე, დილილმე, დილილმე ნეფესთან დამაწვენენა. :||
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z #
Copyright © 2012 - 2021 BeeLyrics.Net