Mawoni Bozebs lyrics
by Quemmekh
მაწონი ბოზებს
ყვიროდა ქუჩაში
მიაგორებდა რძის მძიმე ლოდებს
მაწონი ბოზებს
არ იღლებოდა
თუმცა მემაწვნეს ვინ მოიგონებს
მაწონი ბოზებს
მესმოდა ეზოში
ცარიელს იღებს სავსეს გაწოდებს
მაწონი ბოზებს
მოკვდა მემაწვნე
სხვა რძით ვასველებთ ჩვენ ვერცხლის კოვზებს
მაწონი ბოზებს
რა გაგაჩერებს
მაინც ხო შეჭამ სხვის მონაგორებს
მაწონი ბოზებს
ნუ დამთავრდება
შენსასაც ავიღებ ის სხვაც მე მომცემს
მაწონი ბოზებს
ისაა რაცაა
აზრიც ხომ არ აქვს ვინ მომაწოდებს
მაწონი ბოზებს
ჭამე კაია
არ ელაპარაკო შვილო შენ ლოთებს
მაწონი ბოზებს
მემაწვნე სადაა
ძველს კვლავ ახალი რატომ არ მოსდევს
მაწონი ბოზებს
ჩემნაირს გავზრდი
ისიც იბოზებს