აფხაზეთის მიწაზე (Aphxazetis mits’aze) lyrics
by Unknown Artist
აფხაზეთის მიწაზე გულისძგერა ქრებოდა
შიშის გრძნობა არ ჰქონია ქართველს
ახ, რამდენი ვაჟკაცი სიკვდილს ეგებებოდა
უკან არ დაუხევია არცერთს
ახ, რამდენი ვაჟკაცი სიკვდილს ეგებებოდა
უკან არ დაუხევია არცერთს
სუყველანი გმირულად ბრძოლის ველზე დაეცნენ
მათ სხეულებს უბერავდა ქარი
მათ აკვანში ჩაესმით დაღუპულთა ძახილი:
აფხაზეთი საქართველო არის!
მათ აკვანში ჩაესმით დაღუპულთა ძახილი:
აფხაზეთი საქართველო არის!
ისევ იბადებიან, აკვანს არწვეს დიდედა!
მცხეთას ისევ ირეკება ზარი!
საფლავიდან გაისმის დაღუპულთა ძახილი:
აფხაზეთი საქართველო არის!
საფლავიდან გაისმის დაღუპულთა ძახილი:
აფხაზეთი საქართველო არის!
ყველა ერთად წავიდეთ, პირი შევკრათ ბიჭებო
და ერთმანეთს დავუმშვენოთ მხარი!
ჩვენ ზემოდან დაგვცქერის დაღუპულთა სულები
მათ წინაშე მოვიხადოთ ვალი
ჩვენ ზემოდან დაგვცქერის დაღუპულთა სულები
მათ წინაშე მოვიხადოთ ვალი
ჩვენ ზემოდან დაგვცქერის დაღუპულთა სულები
მათ წინაშე მოვიხადოთ ვალი