Knight in the panther’s skin lyrics

by

DJ Shadow


ახლოს მივე, შემომხედნეს, "შმაგიაო", ესე თქვესა

მუნ მივჰმართე მკლავ-მაგარმან, სად უფროსი ჯარი დგესა;

კაცს შუბი ვჰკარ, ცხენი დავეც, მართ ორნივე მიჰხდეს მზესა

შუბი გატყდა, ხელი ჩავყავ, ვაქებ, ხრმალო, ვინცა გლესა!

შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი

კაცი კაცსა შემოვსტყორცე, ცხენ-კაცისა დავდგი გორი;

კაცი, ჩემგან განატყორცი, ბრუნავს ვითა ტანაჯორი

ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძი რაზმი ორი

ერთობილნი მომეხვივნეს, მგრგვლივ შეიქმნა ომი დიდი;

ვჰკრი რასაცა, ვერ დამიდგნის, სისხლსა მჩქეფრსა აღმოვჰღვრიდი;

ცხენსა კაცი გაკვეთილი მანდიკურად გარდავჰკიდი

სითცა ვიყვი, გამექციან, მათ შექმნიან ჩემი რიდი

ტანაჯორიი
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z #
Copyright © 2012 - 2021 BeeLyrics.Net